LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინუსიტი

106
სინუსიტი

სინუსიტი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც უმეტესად გამოწვეულია ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციით ან ალერგიით. სიმპტომებია ტკივილი, სისუსტე, გამონადენი ცხვირიდან და თავის ტკივილი; გაციების დროს ცხვირის შეშუპებული ლორწოვანი გარსი ბლოკავს ღრუებს. ჟანგბადი წიაღებში შეიწოვება სისხლძარღვებით და წნევა მცირდება სინუსებში, რაც იწვევს ტკივილს და სითხის დაგროვებას ძვლოვან ღრუებში. სითხე ბაქტერიისთვის საკვები გარემოა. ეს ნაკადი ზრდის წნევას და იწვევს უფრო ძლიერ ტკივილს. ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია ალერგიაც, რომლის დროსაც ასევე ხდება ლორწოვანი გარსის შეშუპება, რაც იწვევს წიაღების გამავალი მიდამოს ბლოკირებას.

სინუსიტი ქრონიკულად მიიჩნევა, თუ ის გრძელდება 8-დან 12 კვირამდე. თუ პაციენტს აქვს სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექცია, ანთებითი პროცესი ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობს. უპირატესად ქრონიკული სინუსიტი არის ზედა ყბის წიაღის ანთება, რომელიც გამოწვეულია ზედა ყბის კბილის აბსცესის გავრცელებით. მწვავე სინუსიტს ჩვეულებრივ ახასიათებს ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა, ყნოსვის დაქვეითება, ცუდი სუნი პირიდან. ზედა ყბის ანთება იწვევს ტკივილს თვალებს ქვემოთ ყვრიმალის ძვალზე, კბილის ტკივილს და თავის ტკივილს. შუბლის წიაღის ანთება იწვევს თავის ტკივილს შუბლის მიდამოში. ასევე კანის ბაქტერიულ ინფექციას თვალბუდის გარშემო, ცრემლდენას, თავის ტკივილს შუბლის მიდამოში. მწვავე სინუსიტს ახასიათებს მოყვითალო-მომწვანო ფერის ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან. მწვავე და ქრონიკული სინუსიტის სიმპტომები მსგავსია.

კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო ზუსტად საზღვრავს დაავადების ხარისხს და სირთულეს. თუ ზედა ყბის ანთებაა, კბილების რენტგენი უნდა გაკეთდეს, რათა გამოირიცხოს კბილის აბსცესი. თუ ბავშვს ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან გაუგრძელდება 10 დღეზე მეტხანს და ამავე დროს აღინიშნება ძლიერი საერთო სისუსტე და ხველა, ეს მწვავე სინუსიტზე მიუთითებს. შესაძლებელია თან ახლდეს ტკივილი ან დისკომფორტი სახის მიდამოში. ცხელება არ არის დამახასიათებელი.  მწვავე სინუსიტის მკურნალობის დროს ეფექტურია ორთქლით ინჰალაცია და სველი, ცხელი პირსახოცების დაფენა დაზიანებულ სინუსებზე. ასევე ცხელი სასმელები აფართოებს შევიწროებულ სისხლძარღვებს და ხელს უწყობს დრენაჟს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები