LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტი და ბაიერნი საკუთარ რეკორდებს ამხობენ: ამბები მოკლედ

114
rued07f428981

პეპ გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, რომელმაც „მანჩესტერი“ სტუმრად ზედიზედ სამჯერ დაამარცხა (2:0 წუხელ).

 

„სიტიმ“ 157 გოლი გაიტანა სეზონში და ინგლისური კლუბების რეკორდი დაამხო, რომელიც თავადვე დაამყარა 13/14 წლების სეზონში.

 

„მანჩესტერმა“ ბოლო 9 მატჩიდან 7 წააგო. ბოლო სამი თამაში – 0:9.

 

„ვულვერჰემპტონმა“ ინგლისის ჩემპიონატში „არსენალი“ პირველად დაამარცხა 40 წელიწადში (3:1).

 

„ლაციო“ ბოლო სამ სეზონშო მეორედ გავიდა იტალიის თასის ფინალში (1:0 დაამარცხა „მილანი“ სტუმრად).

 

„ბაიერნი“ 23-ედ გავიდა გერმანიის თასის ფინალში და ტურნირის რეკორდი განაახლა (3:2 „ვერდერთან“).

 

„ლევანტემ“ 9-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და გასავარდნი ზონა დატოვა (4:2 „ბეტისთან“).

 

დანი პარეხო ლიდერობს გატანილი პენალტებით (16) ლა ლიგის 4 სეზონის მიხედვით და ის მესის და რონალდოს უსწრებს.

 

ანტუან გრიზმანი მესამე მოთამაშეა მესის და სუარესის შემდეგ, რომელმაც 15+ გოლი გაიტანა ლა ლიგის ბოლო 5 სეზონში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები