LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სითი პარკის” ხელშეკრულების გადახედვა დავიწყეთ – კახა კალაძე

54

თბილისის მერიამ „სითი პარკის“ ხელშეკრულების გადახედვა დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

“დავიწყეთ პროცესი და დაელოდეთ შედეგებს”, – განაცხდა კალაძემ.

“სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულების გადახედვა თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას, წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც ვერ შესრულდა. აღნიშნულის მიზეზად კომპანიასთან დადებული “კაბალური ხელშეკრულება” დასახელდა, რომლის ცალმხრივად გაწყვეტაც თბილისის ბიუჯეტს 25 მილიონი ლარი დაუჯდებოდა.

„სითი პარკის“ ხელშეკრულების გადახედვა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებაშიც გაჩნდა. კალაძე აცხადებდა, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას გააუქმებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები