LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტი – ტოტენჰემი: მატჩამდე

241
2567678-53252270-2560-1440

ამ საღამოს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ წყვილებს შევიტყობთ. ერთ-ერთი მეოთხედფინალი ინგლისურია. მანჩესტერში უკეთესს „სიტი“ და „ტოტენჰემი“ გამოავლენენ, რომელთა პირველი მატჩი ლონდონში „მამლებმა“ 1:0 მოიგეს.
თუმცა „ტოტენჰემს“ ყველაზე საშინელი რამ შეემთხვა – ჰარი კეინი დაიმტვრა. გამწვავდა დელე ალის დაზიანებაც, თუმცა ის ვარჯიშს შეუდგა და ბოლო მომენტამდე დააკვირდებიან. ლიდერების გარდა ტრავმირებული არიან ორიე, დაიერი, უინქსი, ლამელამ კი ახლახან განაახლა ვარჯიში.

პეპ გვარდიოლა („სიტის“ მწვრთნელი):

„ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ნახევარფინალში როგორ მოვხვდეთ. ბიჭები მობილიზებულები არიან და მოგება უნდათ. ერთხელ ჩემმა გუნდმა ერთადერთხელ დაარტყა და ფინალში გავიდა. ერთხელ კი 33-ჯერ დავარტყით და ფინალს მიღმა დავრჩით. ფეხბურთი – რთული რამაა“.

მაურისიო პოჩეტინი („ტოტენჰემის“ მწვრთნელი):

„ვიცით, რომ მეტოქე ძალიან ძლიერია, პირველივე წუთიდან ძალიან მაღალ ტემპში თამაშობს. ჩვენი მიზანი მათი შეჩერებაა, თან აგრესიულად უნდა ვითამაშოთ და შევუტიოთ. უნდა გვჯეროდეს, რომ „სიტის“ შევაჩერებთ“.

 

ერთმანეთის პირისპირ

„სიტი“ ინგლისურ კლუბებს ევროთასებზე 5-ჯერ შეხვდა და ყოველთვის აგებდა.

ამ სალიგო სეზონში „სიტიმ“ ორჯერ განაახლა დიდი ანგარიშით მოგების რეკორდი. ჯგუფში „შახტარს“ 6:0 მოუგო, პლეი-ოფში „შალკეს“ 7:0.

14 ბოლო ევროთასების მატჩებში „სიტის“ 7 მოგება და 6 წაგება აქვს.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 მატჩში „ქალაქელებმა“ 16 გოლი გაიტანეს.

ევროთასების 19 საგარეო მატჩში „ტოტენჰემმა“ 5 გამარჯვება მოიპოვა (7 ფრე და 7 წაგება).

პირველ მატჩში წაგება გვარდიოლასთვის 15 შეხვედრაში მესამე იყო პოჩეტინოს გუნდებთან.

 

 

ბუქმეკერები

„სიტის“ მოგება: 1.31
ფრე: 5.9
„ტოტენჰემის“ მოგება: 10.5

ნულოვანი ფრის ალბათობა ძალიან დაბალია.

„სიტი“ ალბათ უგოლოდ არ გავა მოედნიდან, ამიტომ მთავარი საკითხავი ის არის, „ტოტენჰემი“ რით უპასუხებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები