LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტიმ ჩელსი გაანადგურა

45

ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურში ”მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. „ქალაქელები“ თამაშის დაწყებისთანავე უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და არაერთი მომენტი შექმნეს. პირველი გოლი შეხვედრის 31-ე წუთზე სერხიო აგუერომ ტურეს პასით გაიტანა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარშიც მასპინძლები აქტიურობდნენ, თუმცა 69-ე წუთზე ლონდონელებს გოლის გატანის რეალური შანსი ქონდათ, მაგრამ აზარს ჰარტმა აჯობა.

79-ე წუთზე სილვას მოწოდებულ კუთხურს კომპანის გოლი მოჰყვა და თამაშის ბედიც გადაწყდა – 2:0. 85-წუთზე ფერნანდინიომ შეხვედრას წერტილი დაუსვა – 3:0.

მანჩესტერელებმა „ეტიჰედ სთედიუმზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყვეს, გასული სეზონის ჩემპიონები 3:0 გაანადგურეს.

„სიტის“ ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზე იმყოფება. „ჩელსი“ კი 1 ქულით მე-16-ეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები