LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული მამაკაცს ასულელებს, ქალს კი აჭკვიანებს

133

ამერიკელი მეცნიერების ჩატარებული ექსპერიმენტის წყალობით (რომელშიც მონაწილეობას შეყვარებული წყვილები ღებულობდნენ) დადგინდა, რომ სიყვარული მამაკაცს ასულელებს, ქალს კი, პირიქით – აჭკვიანებს.

ექსპერიმენტში 18-დან 29 წლამდე 30-მა შეყვარებულმა ქალმა და მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. მოხალისეებს საშუალო სირთულის მათემატიკური ამოცანის ამოხსნა შესთავაზეს, სპეციალური ანალიზის წყალობით კი, თავის ტვინის აქტივობა შეამოწმეს.

ექსპერიმენტის მონაწილეთა პასუხების გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ქალბატონების 89%-მა ამოცანა სწორად და სამჯერ უფრო სწრაფად ამოხსნა, ვიდრე მისმა პარტნიორმა. მამაკაცების შემთხვევაში კი – დავალების შესრულება მხოლოდ 15%-მა შეძლო და უფრო მეტი დრო დახარჯა, ვიდრე მისმა მეორე ნახევარმა.

მკვლევარების განცხადებით რომანტიკულად განწყობილი ადამიანის ინტელექტზე პირდაპირ გავლენას ჰორმონები – ადრენალინი, დოპამინი, ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი ახდენენ. შეყვარებულ ქალი ამ ჰორმონებს უფრო აქტიურად გამოიმუშავებს და მისი გონებრივი შესაძლებლობებიც  იზრდება. შეყვარებული მამაკაცის შემთხვევაში კი, მსგავსი ჰორმონების დონე საგრძნობლად მცირდება.

გარდა ამისა, შეყვარებული ქალი ქვეცნობიერად ყოველთვის ცდილობს განვითარდეს  და საინტერესო იყოს პარტნიორისთვის, მაშინ როცა შეყვარებული მამაკაცის თვითგანვითარება მუხრუჭდება, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახება მის ინტელექტზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები