სიყვარული მხოლოდ გრძნობა არ არის – ის ყოველდღიური მოქმედებაა.
როდესაც ურთიერთობა გვგონია მუდმივი, ხშირად სწორედ მაშინ ვკარგავთ მას.
ცნობილი ფსიქოლოგი დოქტორ ჯონ გოტმანი, რომელმაც ათასობით წყვილის ქცევა წლების განმავლობაში შეისწავლა, ამბობს:
„ძლიერი ურთიერთობა იქმნება არა დიდ ამბებით, არამედ პატარა, ყოველდღიური ჟესტებით.“
გოტმანის დაკვირვებით, წყვილებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ყურადღებიანი და ემპათიურები არიან, გაცილებით მეტი შანსი აქვთ სიყვარულის შენარჩუნების – მაშინაც კი, როცა ცხოვრება რთულ გამოცდებს უწყობს.
- მოუსმინეთ ისე, რომ გესმოდეთ
ნუ ეცდებით იმ წამსვე რჩევის მიცემას ან საკუთარი სიმართლის დამტკიცებას.
ხშირად ადამიანს სჭირდება მხოლოდ ის, რომ მის გრძნობებს პატივი სცენ.
გოტმანის თქმით, მოსმენა სიყვარულის ყველაზე ძლიერი ფორმაა. - გამოხატეთ მადლიერება ყოველდღიურად
პატარა სიტყვები – „მადლობა“, „მომწონს, როცა ასე იქცევი“, „შენთან ყოფნა მიხარია“ – ქმნის ურთიერთობის საფუძველს.
კვლევებით დადასტურებულია: ბედნიერ წყვილებში პოზიტიური ჟესტები ნეგატიურზე ხუთჯერ მეტია. - ნუ დაელოდებით, სანამ დაძაბულობა მოიმატებს
პრობლემებზე საუბარი დროულად – ეს ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
ისაუბრეთ გულწრფელად, მაგრამ მშვიდად. ემოციების მართვა სიძლიერის ნიშანია და არა სისუსტის. - შექმენით საერთო მიზნები და ტრადიციები
წყვილებს, რომლებიც ერთად გეგმავენ, ქმნიან ტრადიციებს და საერთო ინტერესებს,
უფრო ძლიერად აერთიანებთ საერთო მიზანი.
ეს შეიძლება იყოს კვირაში ერთი სეირნობა, მოგზაურობა, ან თუნდაც თქვენი “საიდუმლო რიტუალი”. - მიიღეთ განსხვავებული აზრი
გოტმანის თქმით, ურთიერთობაში კონფლიქტები ძალიან ნორმალურია, მთავარია, როგორ უდგებით განსხვავებულობას.
პარტნიორის შეცვლის ნაცვლად ისწავლეთ „განსხვავებების“ მიღება. - სიყვარული – ეს ყოველდღიური არჩევანია
„წყვილები, რომლებიც დიდხანს რჩებიან ერთად, არ არიან იდეალურები,“ – ამბობს გოტმანი.
„ისინი უბრალოდ ყოველდღე ირჩევენ ერთმანეთის სიყვარულს და პატივისცემას.“
ბედნიერი ურთიერთობა იქმნება მაშინ, როცა ორივე მხარე აცნობიერებს: სიყვარული არ არის შემთხვევითი – ის ყოველდღე უნდა აირჩიო, თავიდან, ისევ და ისევ.
ნამდვილი სიახლოვე იქმნება მაშინ, როცა ერთმანეთისადმი პატივისცემა და თანაგრძნობა ყოველდღიურ ჩვევად იქცევა.
როცა პარტნიორს ხედავ როგორც მეგობარს, მოკავშირეს და არა მხოლოდ სასიყვარულო ფიგურას – სიყვარული აღარ ქრება. ის იზრდება.