მონტენეგროში ყოველწლიური ჩემპიონატი ტარდება სიზარმაცეში. მისმა მონაწილეებმა კი ახალი რეკორდი დაამყარეს: გამარჯვების 7 პრეტენდენტმა უკვე მოახერხა და 600 საათი იწვა.
მთავარი ზარმაცის ტიტულის მოსაპოვებლად შეჯიბრება აგვისტოში დაიწყო საკურორტო ქალაქ ბრეზნაში. მთავარ პრიზშ, 1000 ევროს, ის მიიღებს, ვინც სხვებზეც დიდხანს იწვება. ყველა მონაწილე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა იყოს. ჯდომა და დგომა აკრძალულია, სამაგიეროდ შეუძლიათ კითხვა, კინოს ყურება და გაჯეტებით სარგებლობა. საკვებითა და სასმლით ორგანიზატორები უზრუნველყოფენ. ადგომის უფლება 8 საათში ერთხელ აქვთ ტუალეტში წასასვლელად. თავდაპირველად მონაწილეობაზე განაცხადი 21 ადამიანმა შეიტანა. სამი კვირის შემდეგ 7 კაცი დარჩა.
წინა რეკორდი 2021 წელს დუბრავკა აკშიჩმა დაამყარა, რომელიც ჰორიზინტალურად 117 საათი იმყოფებოდა. ეს რეკორდი კი უკვე თითქმის 6-ჯერ არის გაუმჯობესებული.
მონტენეგროში სიზარმაცის „ოლიმპიურმა თამაშებმა“ სტარტი 12 წლის წინ აიღო. ამით ორგანიზატორებს სურდათ დაეცინათ მონტენეგროელების სიზარმაცის შესახებ გავრცელებულ პოპულარულ სტერეოტიპზე.