ცნობილი რუსი მსახიობი სვეტლანა ხოდჩეკოვა თბილისში მოგზაურობს და ვოიაჟის ამსახველ ფოტომასალას ინსტაგრამზე რეგულარულად აქვეყნებს.
ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ მას არ ხიბლავს პლაჟზე და სასტუმროს აუზზე დასვენება. ის აქტიური დასვენებისა და თავგადასავლების მოყვარული გახლავთ. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რუსული კინოს ვარსკვლავი საქართველოს ეწვია.
საქართველოში ვოიაჟის ამსახველ ფოტოებს მსახიობის გულშემატკივრები დადებითად გამოეხმაურნენ და სვეტლანას მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს. როგორც მისი ფოტოებიდან ჩანს, მან უკვე მოასწრო დაეთვალიერებინა თბილისი, პრომეთეს მღვიმე და წყალტუბო…