1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მსახიობმა სკარლეტ იოჰანსონმა საქველმოქმედო აქციის – RED, ფარგლებში იმღერა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა დუეტი სახელწოდებით „Join The RED SHOPATHON“ ცნობილ ამერიკელ მომღერალთან, ბარი მანილოუსთან ერთად შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ აქცია RED SHOPATHON ბონოს საქველმოქმედო ფონდის, RED ინიციატივით 2006 წლიდან იმართება. ფონდის საქმიანობა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაა, მისი დევიზი კი შემდეგში მდგომარეობს – „შიდსისგან თავისუფალი ახალი თაობის შექმნა“.