LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვაკეთის მთაზე 225 ტონა ყინულით ტაძარი ააშენეს

111
Screenshot 2025-11-29 155337

სლოვაკეთში, 1300 მეტრის სიმაღლეზე, ყინულისგან აშენებული უნიკალური ეკლესია გაჩნდა – რომში მდებარე ლატერანის ბაზილიკის ზუსტი ასლი. სიახლის შესახებ Region tatry წერს.

ეკლესიის შექმნას 225 ტონა ყინული დასჭირდა. სლოვაკი, ჩეხი, პოლონელი და გერმანელი მშენებლები ერთ თვის განმავლობაში ქმნიდნენ გუმბათს, კედლებს, ინტერიერის დეტალებს, მოციქულების ქანდაკებებს და ბარელიეფებს, რომლებიც სივრცეს ამშვენებს.

დამთვალიერებლებს წინ ერთგვარი გამოწვევა ელოდებათ: ეკლესიის დეკორში მიმალული ლომის გამოსახულებები უნდა მოძებნონ.

როგორც გარედან, ისე შიგნით, ეკლესია ფერადი განათებით არის გაბრწყინებული. თითოეულ დარბაზს თავისი ფერი აქვს – ცისფერი, იასამნისფერი, წითელი ან ვარდისფერი. 1900 ყინულის ბლოკისგან აგებული ეს მბრწყინავი ტაძარი შორიდანაც შესამჩნევია.

ტაძარში სტუმრები არა მხოლოდ სეირნობას და ინტერიერის დათვალიერებას შეძლებენ, არამედ ყოველ საღამოს კლასიკური მუსიკის მოსმენასაც. ორკესტრი ყოველდღიურად უკრავს და სპეციალისტების თქმით, ყინულის კედლების გამო საოცარი აკუსტიკაა.

ბაზილიკა 19 აპრილამდე იქნება გახსნილი და ვიზიტორები შიგნით მოხვედრას ყინულის გვირაბიდან შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები