LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ჩალაუბანში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

27

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, გზას რეაბილიტაცია 1970 წლის შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც მასზე გადაადგილება გართულებული იყო.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ჩალაუბნის 4 კმ-იან ამორტიზირებულ გზას, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, გაკეთდება მოსახლეობის ეზოში შესასვლელები.

სამშენებლო სამუშაოებზე 40-მდე ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. მისი ღირებულება 950 675 ლარია. გზის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები