LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ შორაპანთან საავტომობილო მოძრაობა აღდგა

51

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე, სოფ. შორაპანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

გზის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მაშტაბური სამუშაოები გასწია, შესაბამისი სამსახურები უწყვეტად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სტიქიის მოცულობის  მიუხედავად საავტომობილო მოძრაობის უმოკლეს ვადაში აღდგენა.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ღამით, სოფ. შორაპანთან  გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა,  რის გამოც, ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო. ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდებოდა.

გზის სავალ ნაწილზე  ჩამოვიდა 8000-მდე კუბი მიწა-კლდის ნაშალი, საიდანაც 100 ტონამდე დიდი ზომის ქვები იყო, რამაც კიდევ გაართულა სამუშაო პროცესი. ადგილზე მუშაობდა 15 -მდე ერთეული სპეცტექნიკა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, განსაკუთრებული მადლობას  უხდის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილე კომპანიებს: მოვლა-შენახვის კომპანიას „ბორანს“, კომპანია “იბოლიას”, კომპანია „ტოდინს“, კომპანია „ბლექ სი გრუპს“ და კომპანია „ბორან მაინინგს“.