LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფია როტარუ მოღალატედ შერაცხეს

89

უკრაინელი მომღერალი სოფია როტარუ მოსკოვში, საახალწლო ღონისძიებების ჩაწერაზე იმყოფებოდა. თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ 68 წლის მომღერალი ბოლო პერიოდის განმავლობაში ნაკლებად სტუმრობდა მოსკოვს. ამის მიზეზად კი უკრაინისა და რუსეთის დაძაბულ ურთიერთობას ასახელებდა.

აქამდე მომღერალი ხშირად საუბრობდა ორი ქვეყნის მტრულ დამოკიდებულებაზე და უკრაინელებისთვის მისი მოსკოვში გამოჩენა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. შესაბამისად სოფია უკრაინელებმა მოღალატედ შერაცხეს და ფულის საშოვნელად მტრის ბუნაგში შემძვრალი მელა უწოდეს.

სამწუხაროდ თავად მომღერალი ამ თემაზე საუბარს ერიდება, თუმცა, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი ოცნებაა უკრაინასა და რუსეთს შორის კვლავაც თბილი და მეგობრული ურთიერთობები აღდგეს.

“თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ აღდგეს მეგობრული ურთიერთიერთობები უკრაინასა და რუსეთს შორის, მე კი ამაზე ვოცნებობ” – განაცხადა სოფია როტარუმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები