LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფია როტარუს შვილიშვილს სინდი კროუფორდის კარიერას უწინასწარმეტყველებენ

162

სოფია როტარუს 15 წლის შვილიშვილი სონია ევდოკიმენკო სილამაზითა და ფოტოგენურობით ყურადღებას იქცევს. კრიტიკოსები მას სინდი კროუფორდის კარიერასაც კი უწინასწარმეტყველებენ.

თავად სონია სამოდელო კარიერის წინააღმდეგი სულაც არ გახლავთ, ამაშ მას ძმა, ანატოლი ეხმარება, რომელიც შესანიშნავ სურათებს უღებს დას და ლუქბუქის საშუალებით ულამაზეს გოგონას სოც-ქსელის მომხმარებლებს აცნობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სოფია როტარუს შვილიშვილმა უკვე მიიპყრო წამყვანი ჟურნალებისა თუ პოპულარული ბრენდების ყურადღება. კრიტიკოსების თქმით, თუ გოგონა სამოდელო საქმიანობით კიდევ უფრო დაინტერესდება, მას ისეთივე წარმატებული კარიერა ელოდება, როგორიც სინდი კროუფორდს, ადრიანა ლიმასა და სხვა ცნობილ მოდელებს აქვთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები