სოფო ბედია: „თითოეული მომღერლისთვის ასეთ კონკურსში მონაწილეობა დიდი სტიმულია…“

41

სოფო ბედიას ორი სიმღერა „გელოდი“ და „ჩემი თბილისის საღამო“ „ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორისაა და აქვს შანსი, გახდეს ინტერნეტრჩეული. სოფომ უკვე მოუწოდა საკუთარ თაყვანისმცემლებს, რომ ხმა მისცენ მათ ფავორიტ სიმღერას.

სოფო ბედია:

ძალიან მომწონს ეს კონკურსი. მეორედ ვიღებ მონაწილეობას. რამდენიმე წლის წინ იყო წარდგენილი ჩემი სიმღერა. ახლა კი ერთდროულად ორი სიმღერა აღმოჩნდა ნომინანტებს შორის, რაც ძალიან მახარებს. რასაკვირველია, თითოეული მომღერლისთვის ასეთ კონკურსში მონაწილეობა დიდი სტიმულია. საპრიზო ადგილი ძალიან გამიხარდებოდა.

ვფიქრობ, ჩემს ორივე სიმღერას აქვს შანსი, მოიპოვოს კარგი პოზიცია. მოვუწოდებ ჩემს გულშემატკივრებს აქტიურობისკენ, თუკი მოსწონთ ჩემი სიმღერები, ჩემს კოლეგებს კი წარმატებას ვუსურვებ. ველოდები, რომ ორივე სიმღერა ბევრ ხმას დააგროვებს. თუ არადა, მონაწილეობაც ძალიან კარგია (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები