სოფო ბედია: „წინა წელს „ოქროს ტალღაზე“ ძალიან აქტიური ვიყავი…“

121

სოფო ბედიას სამი სიმღერა წლევანდელ „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი, ორი დუეტი და ერთიც სოლოსიმღერა. წინა წელს მომღერალი აქტიურად მოუწოდებდა თავის გულშემატკივარს ხმის მიცემისკენ, ვკითხეთ, წელს როგორი განწყობა აქვს.

სოფო ბედია:

წინა წელს მართლაც ძალიან აქტიური ვიყავი. წელსაც სამი სიმღერით ვარ წარდგენილი, მათ შორის ორი დუეტია – დათო ძიძიგურთან ერთად ალექსანდრე ბასილაიას ცნობილი სიმღერის „მერე“ ახალი ვერსია ჩავწერე, ტატო გოდერძიშვილთან – ცირა ბზიშვილის „პატარა ზღაპარი“. მაქვს ასევე სოლოსიმღერაც „დილა მშვიდობისა“, რომელიც მანანა იმედაძეს ეკუთვნის.

წინა წელს „არ დაიდარდოს“ რჩეული გავხდი. წელს ისე აქტიურად, ვიდეოების საშუალებით, აღარ მოვუწოდებ ჩემს თაყვანისმცემლებს ხმის მიცემისკენ, თუმცა ძალიან მინდა, რომ ჩემმა სიმღერებმა ბევრი ხმა დააგროვოს (იღიმის).

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები