LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხებმა პირველი ელექტრომობილი შექმნეს

13

სომხეთში პირველი უპილოტო ელექტროქარი შეიმუშავეს. ავტომობილის პროტოტიპის ჩვენება ერევანში, ტექნოლოგიურ გამოფენა DigiTec-2017-ზე შედგა.

ავტომობილი სომეხმა ინჟინერმა და მეწარმემ, დევიდ გევორგიანმა შეიმუშავა. ავტომობილს 90 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, თუმცა, სვლის მარაგი მხოლოდ მხოლოდ 40-50 კილომეტრია. მომავალში ინჟინრები გეგმავენ სვლის მარაგის მაჩვენებელი 200 კილომეტრამდე გაზარდონ, აკუმულატორების დატენვას 2-3 საათი სჭირდება.

გევორგიანის განცხადებით, ავტომობილის ღირებულება დაახლოებით 6-8 000 დოლარია. თუმცა მოდელის სერიულად ჩაშვების შემთხვევაში წარმოების ფასი შემცირდება. ამ მომენტისთვის გამომგონებლებს პროექტის კომერციალიზაცია სურთ და ინვესტიციებს იძიებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები