სოსო მიქელაძე: „ოქროს ტალღა“ თავისებური გამოფენა და შეჯამებაა მუსიკოსებისთვის“

40

სოსო მიქელაძე „არ დაიდარდოს“ ჩარტების მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული შემსრულებელია. მის სიმღერებს „იუთუბზე“ მილიონობით ნახვა აქვს. „ოქროს ტალღაზე“ ის სამი სიმღერითაა წარმოდგენილი – „მიყვარხარ“, „გლოცავ“ და „გოგო, გოგონი“.

სოსო მიქელაძე:

მოხარული ვარ, რომ მოხვდა კონკურსში და შეარჩია ჟიურიმ. ვისურვებდი, კიდევ ერთი სიმღერა ყოფილიყო, რომელსაც ჰქვია „ჩემი ხალხი“, პატრიოტული სულისკვეთების კომპოზიციაა და გამიკვირდა, რომ არ აღმოჩნდა არჩეულ სიმღერებში.

„ოქროს ტალღა“, თვითონ, როგორც მოვლენა, მუსიკალურ ცხოვრებაში, ძალიან პოზიტიურია რამდენიმე თვალსაზრისით; ის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც უნდა ზრუნავდნენ მუსიკის განვითარებაზე, პასიურობენ, კერძო სტრუქტურა, როგორიც არის „ფორტუნა“, ამაზე ზრუნავს. მეორე: თავისებური გამოფენაა და შეჯამება მუსიკოსებისთვის. ვფიქრობ, კონკურსის ფორმა არა აქვს, უფრო მეტად არის იმის შესაძლებლობა, რომ ყველამ წარადგინოს საკუთარი ნამუშევარი და იზრუნოს იმაზე, რომ შემდეგში მისი ნამუშევრები უფრო დახვეწილი იყოს, ხარისხიანი და გაიზარდოს თავად მუსიკოსი. მესამე ისაა, რომ შესაძლებლობაა, რომ მუსიკოსები ერთად შეიკრიბონ და ერთმანეთთან კონტაქტები გააბან. ამ მხრივაც პრობლემაა, ყველა თავისთვისაა და მჭიდრო კონტაქტები არ გვაქვს ერთმანეთთან. ასე რომ, ყველა მხრივ პოზიტიურად ვაფასებ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები