LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალისტებმა 2017 წელს ყველაზე გადატვირთული გზების რეიტინგი შეადგინეს

52

კვლევის შედეგად, რომელიც სატრანსპორტო ანალიტიკის სფეროში მომუშავე კომპანია INRIX-მა შეადგინა, 2017 წლის ყველაზე გადატვირთული ქალაქი გამოვლინდა. ლიდერი ამერიკული ქალაქი ლოს-ანჯელესია. ამ ქალაქში მძღოლები წელიწადში საშუალოდ 102 საათს საცობში ატარებენ. რუსეთის დედაქალაქმა მეორე პოზიცია უკვე ზედიზედ მეორედ აიღო. მოსკოვში მძღოლები წლის განმავლობაში 91 საათს საცობში ატარებენ. სამეულს კი ნიუ-იორკი ასრულებს. ათეულში ასევე ამერიკული სან ფრანცისკოა მეხუთე ადგილზე და ატლანტა მერვე პოზიციაზე, ათეულს კი მაიამი ასრულებს. ტოპ ათეულში ბრაზილიური სან პაულუ, კოლუმბიური ბოგოტა, ლონდონი და პარიზი შედიან.

ექსპერტებმა ყველაზე გადატვირთული გზების მქონე სახელმწიფოდ ტაილანდი დაასახელეს, მეორე პოზიცია ამ მიმართულებით ინდონეზიას ერგო, სამეულს კი ერთდროულად კოლუმბია და ვენესუელა ინაწილებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები