LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალისტებმა დაასახელეს ქალაქები, რომლებიც „სექსუალურ ენერგიას ასხივებენ“

61
Capture

ლონდონი მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ქალაქია. ასეთი დასკვნა მეცნიერებმა კვლევის შემდეგ გამოაქვეყნეს და საბოლოო შედეგები პორტალმა The Bottle Club-მა გაავრცელა.

ექსპერტებმა მთელი მსოფლიო მოიარეს და შეისწავლეს ასობით ქალაქი, რათა დაედგინათ ადგილები რომლებიც სექსუალურ ენერგიას ასხივებენ და ადამიანებს ყველაზე ფარული სურვილების ახდენისკენ უბიძგებენ.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის შედგენისას ისეთი ფაქტორები გაითვალისწინეს როგორიცაა ერთ საათიანი სასტუმროების რაოდენობა, ასევე ღამის ბარებისა და რესტორნების რიცხვი. ყველაზე მიმზიდველ ქალაქად ბრიტანეთის დედაქალაქი დასახელდა. მეორე და მესამე ადგილები ლას-ვეგასმა და ნიუ-იორკმა გაინაწილეს. შემდეგ პოზიციებზე – მადრიდი და პარიზი მოხვდნენ.

სექსუალური ქალაქების ტოპ-10-ში დასახელდა ასევე – რომი, ბერლინი, ტორონტო, სიდნეი და ლოს-ანჯელესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები