Nike-მა წარმოადგინა ბუცები, რომლითაც კრიშტიანო რონალდო კონფედერაციის თასზე ითამაშებს. ფეხსაცმელები ექსკლუზიურად პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის დაამზადეს და ისინი გასაყიდად გამიზნული არაა.
მოდელს CR7 Mercurial Campeoes ეწოდა. ბუცები პორტუგალიის ეროვნული გუნდის ფერებშია გადაწყვეტილი.
Nike-ის ოფიციალური განცხადებაში ნათქვამია, რომ ”ბუცები სპეციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისათვის არის დამზადებული“.
პორტუგალიის ეროვნული გუნდი კონფედერაციის თასზე ჯგუფში რუსეთთან, მექსიკასთან და ახალ ზელანდიასთან ერთად იასპარეზებს.
ტურნირი 17 ივნისისდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.