LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სქოლიოზი

103
სქოლიოზი

სქოლიოზი – არის ხერხემლის  დეფორმაცია, როდესაც ხერხემლის სვეტი   გადახრილია გვერდზე. მისი გამოვლინება ძირითადად ხდება ბავშვობის ან მოზარდობის პერიოდში. სქოლიოზი თანაბრად შეიძლება განვითარდეს ორივე სქესის ბავშვებში, თუმცა, გოგონებში სქოლიოზის პროგრესირება და მძიმე ფორმების განვითარება ხდება 8 – 9 ჯერ უფრო ხშირად ბიჭებთან შედარებით. გამომწვევი მიზეზის მიხედვით, სქოლიოზი კლასიფიცირდება როგორც – იდიოპათიური, კონგენიტალური და ნეირომუსკულარული წარმოშობის სქოლიოზები.

იდიოპათიური – ეწოდება სქოლიოზს, როდესაც მისი გამოვლინება ხდება სქესობრივი მომწიფების წინა პერიოდში. კონგენიტალურისქოლიოზი განპირობებულია მუცლადყოფნის პერიოდში განვითარებული ხერხემლის სვეტის სხვადასხვა დეფექტებით. ნეირომუსკულარული სქოლიოზი – ძირითადად არის მეორადად განვითარებული სქოლიოზი რომლის განვითარების მიზეზი არის კუნთოვანი ან ნევროლოგიური დაავადებები.

არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. როცა მხრების დგომა არის ასიმეტრიული, ბეჭის ძვალი არის ერთ მხარეს უფრო გამოწეული მეორე მხარესთან შედარებით; თავის დგომა არ არის სწორი და თავი არ დგას მენჯის შუა ხაზის საპროექციო ხაზზე; მხრის ძვალი ერთ მხარეს არის უფრო აწეული; ნეკნების რკალები დგას სხვადასხვა სიმაღლეზე; წელის ხაზის სიმეტრია დარღვეულია; ზურგზე შეცვლილია კანის ფერი ან აღენიშნება მომატებული თმიანობა; სხეულის შუა ხაზი გადახრილია ერთ მხარეს. იმის გამო, რომ სქოლიოზმა შესაძლოა გამოიწვიოს გულმკერდის და ტორსის დეფორმაცია, ძალიან ხშირად ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ ჩივილები გულმკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების მხრივ.

სქოლიოზის დიაგნოზი ეყრდნობა რენტგენოლოგიურ კვლევას, ხერხემლის კტ-ს და მრტ-ს. მიელოგრაფიას. თუ ხერხემლის დეფორმაცია არის 40 % და მეტი და არის მისი პროგრესირების ნიშნები, რეკომენდებულია ქირურგიული ოპერაციული ჩარევა, რომელიც ისახავს ორ მიზანს: ხერხემლის დეფორმაციის ხარისხის შემცირება; სქოლიოზის პროგრესირების შეჩერება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები