LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სრული კოლაფსი თბილისის აეროპორტში: რეისები გადადებულია”

45

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი გადაიდო – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძემ გამთენიისას გაავრცელა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი თურქული კომპანია TAV-ის ბრალია, რომელსაც “ქართული ავიაბაზარი ჩაკეტილი აქვს”.

“სრული კოლაფსი თბილისის აეროპორტში! ყველა რეისი გადადებულია, აეროპორტის პროგრამა არ მუშაობს!
ბარგს ავიაკომპანიის წარმომადგენლები ხელით ათრევენ! მგზავრების რეგისტრაცია ხელით მიმდინარეობს.
პრობლემა: აეროპორტის პროგრამამ გაჭედა ესეც თურქული TAV ი გასაგდებია ეს კომპანია საქართველოდან! ისედაც ანკალავიზირებული და ჩაკეტილი აქვს ქართული ავია ბაზარი!”, – წერს ვაშაძე.

თბილისის აეროპორტში განმარტავენ, რომ ღამით მხოლოდ 8 რეისი შესრულად დაგვიანებით. მათი თქმით, პრობლემა შეექმნა ელექტრონულ სარეგისტრაციო პროგრამას. მის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ.

აეროპორტში აღნიშნავენ, რომ არც ერთი რეისი არ გაუქმებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები