კომპანია TomTom-მა, რომელიც საგზაო რუკებისა და სანავიგაციო სისტემების შედგენითაა დაკავებული, ყველაზე გადატვირთული ქალაქების 2021 წლის რეიტინგი შეადგინა. პირველ ადგილს თურქეთის დედაქალაქი იკავებს, მეორეზე კი მოსკოვი გავიდა.
კვლევის მიხედვით, გზებზე ავტომობილთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 8%-ითაა გაზრდილი. მაგალითად, სტამბოლში საცობების რაოდენობამ 62%-ს მიაღწია. ანტირეიტინგის ლიდერთა სამეულს 56%-იანი მაჩვენებლით კიევის გზები ასრულებს.
შემდეგი პოზიციები კი ასე გადანაწილდა
4 – ბოგოტა
5 – მუმბაი
6 – ოდესა
7 – პეტერბურგი
8 – ბუქარესტი
9 – ნოვოსიბირსკი
10 – ბენგალური.
