LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლის აეროპორტი ევროპაში ყველაზე გადატვირთულია

49
mx-CS-IGA-inside-1860x550

სტამბოლის აეროპორტი 2021 წელს ევროპის ყველაზე გადატვირთული ავიაბაზა აღმოჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, აეროპორტი 40 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა.

ანგარიშის მიხედვით, მგზავრთნაკადი სტამბოლში გასულ წელს 37%-ით გაიზარდა. ეს მაშინ, როცა 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის ფონზე მაჩვენებლები მთელი 59%-ით იყო შემცირებული.

გადატვირთული ევროპული აეროპორტების მეორე ადგილი პარიზის, „შარლ დე გოლის“ ავიაბაზამ დაიკავა და მას 2021 წელს 26 201 698 მგზავრი ჰყავდა.

ლიდერთა სამეულს 26 მილიონი მომხმარებლით ამსტერდამის „სხიპჰოლის“ აეროპორტი ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიურ 2020 წელს, როდესაც ფრენები თითქმის არ სრულდებოდა, სტამბოლის აეროპორტი მგზავრთა რაოდენობით ისევ ლიდერი იყო და 23,4 მილიონ ადამიანს მოემსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები