LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფ კარის მაისურზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა: დურანტი თავისუფალია

41

NBA-ის კალათბურთელებს შორის “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებლის სტეფ კარის მაისური ყველაზე გაყიდვადია.

მეორე ადგილზეა “კლივლენდის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი. პირველ სამეულს კარის თანაგუნდელი კევინ დურანტი ასრულებს.

მეოთხე პოზიციას იკავებს 2016-2017 წლების სეზონის MVP, “ოკლაჰომას” ლიდერი რასელ უესტბრუკი. ხუთეულშია ლებრონის თანაგუნდელი კაირი ირვინგი.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის აპრილთან შედარებით, პირველ ხუთეულში ცვლილება არ მომხდარა.

კლუბებს შორის, ყველაზე პოპულარულები არიან – “გოლდენ სტეიტი”, “კლივლენდი”, “ჩიკაგო”, “ბოსტონი” და “სან ანტონიო”.

 

ამასობაში “გოლდენ სტეიტის” ფორვარდმა კევინ დურანტმა არ გამოიყენა პუნქტი კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებაზე, რომლის მიხედვითაც, 2017-2018 წლების სეზონში 28 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. ასე რომ, დურანტი ივლისიდან თავისუფალი აგენტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები