LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე: „ჩემთვის დიდი სტიმული იყო „ოქროს ტალღის“ მთავარი ნომინაციაში გამარჯვება…“

56

Ardaidardo.Ge
სტეფანე მღებრიშვილი წლის საუკეთესო სიმღერის ტიტულის მფლობელი წინა წელს გახდა სიმღერისთვის „დამიბრუნდი“, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ წელსაც იყოს წარდგენილი „ოქროს ტალღის“ ჯილდოზე, ორი სიმღერით – „დამღალეს“ და „მარის“ (ერეკლე დეისაძესთან ერთად) რემეიქები.

 

სტეფანე:

 

კონკურსებში მონაწილეობას ვერ ვიღებ ხოლმე, რადგან არ ვარ საკუთარ თავში ასე დარწმუნებული, მაგრამ ნებისმიერი ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობელი ვარ. ადამიანებს შეიძლება ეგონოთ, რომ უბრალოდ, ერთობი, დიდი შრომა დევს ამის უკან. „ოქროს ტალღა“ მნიშვნელოვანია მუსიკოსებისთვის. ყველას აქვთ სტიმული, გააკეთონ ჰიტები, მე ვერ მოვასწარი ახალი სიმღერა ამ კონკურსისთვის, რადგან ახლახან გამოვიდა. შეიძლება, გაისად აიღოს, რადგან მასში დიდი ენერგიაა ჩადებული. დიდი სტიმული იყო ჩემთვის „ოქროს ტალღის“ მთავარ ნომინაციაში გამარჯვება, პრიზიც არაჩვეულებრივი იყო, ორგანიზება კი ძალიან მაგარი.

 

ხომ არ გყავს ფავორიტები წლევანდელ „ოქროს ტალღაზე“?

 

ჩემი გრაფიკი ძალიან დატვირთულია, არ შეიძლება ამაზე წუწუნი, რადგან როცა ადამიანი დაკავებულია, ეს კარგია, მაგრამ შემომავალი ზარები ჩემს ტელეფონზე არასდროს წყდება. ცოტა მიჭირს რამეზე კონცენტრაცია. გუშინ 22 საათი ვიღებდით „იქს ფაქტორს“. სახლში რომ მოვედი, ვხოხავდი… ამ პერიოდში იმას ვერ ვასწრებ, ვადევნო თვალი, ვის რა აქვს ნამღერი და მით უმეტეს, გულშემატკივრობას. იმედი მაქვს, მეტი დრო გამომიჩნდება და ცავერთვები გულშემატკივრობაში.

 

რას უნდა ელოდოს თაყვანისმცემელი სტეფანესგან?

 

7 ივნისის სოლოკონცერტისთვის ვემზადები და ისე ვნერვიულობ, რომ მგონია, რომ სცენაზე პირველად გამოვდივარ. გამოვიდა ჩემი ახალი სიმღერა და მასზე კლიპი. 17 წელია, არ დამიწერია ჩემთვის ახალი სიმღერა, ჯიჯიმ კი კლიპი გადაიღო. იმედი მაქვს, ესეც ჰიტი იქნება (იღიმის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები