სტეფანე: „გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ!..“

17

სტეფანე მღებრიშვილს განსაკუთრებულად აქტიური პერიოდი აქვს. რამდენიმე ახალი სინგლის გამოშვების შემდეგ მან „სფეისჰოლის“ 2000-კაციან დარბაზში ანშლაგით ჩაატარა სოლოკონცერტი.

მისი სამი სიმღერა „ოქროს ტალღის“ ნომინანტია – „დამიბრუნდი, „ჩვენ მაიმუნები ვართ“ და „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“.

სტეფანე:

გამიხარდა, რომ ჩემი სამი სიმღერა მოხვდა ნომინანტებს შორის. რატომ არ უნდა გამხარებოდა?

გამარჯვების იმედი გაქვთ?

იმედი კი არა, დარწმუნებული ვარ. ყველაფერი არის წარმოდგენილი რიცხვებით. მე არც ერთი სიმღერა არ დამიბუსტავს, სპეციალურად მოვიქეცი ასე, რადგან მენახა, რეალურად რამდენი ადამიანი მოისმენდა ინტერნეტის საშუალებით. ორივე სიმღერას ასი ათასობით ნახვა აქვს. თქვენც ხომ ხედავთ ამას? გინდათ, ჯანსაღ ამბიციად ჩამითვალეთ, გინდა – არაჯანსაღად… მინუსი არ გამომიშვია და ყველა კარაოკეში „დამიბრუნდი“-ს მღერიან, ყველა რადიოში ჩემი ახალი სიმღერები ჟღერს…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები