LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტივ ჯობსის საფირმო გონების ვარჯიშები

94

სტივ ჯობსის გენიალურობაში ეჭვი არავის ეპარება. Apple-ის დირექტორს, რომელიც Pixar-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა, ბევრი IT-ტექნოლოგიების პიონერადაც მიიჩნევს. საინტერესაო, როგორ შეძლო მან ამგვარი წარმატების მიღწვა? პასუხი საკმაოდ მარტივია – ჯობსი რამდენიმე ათეული წელი გატაცებული იყო მედიტაციით.

გთავაზობთ, ამერიკელი ბიზნესმენის მედიტაციის ერთგვარ ”ინსტრუქციას”:

  1. მოძებნეთ მშვიდი ადგილი და კომფორტულად მოეწყვეთ ბალიშზე. ფეხები გადააჯვარედინეთ და ღრმად ისუნთქეთ.
  2. მოუსმინეთ საკუთარ ფიქრებს: სამსახური, ოჯახი, სახლი, ფული, სპორტული დარბაზი… ნუ ეცდებით მათ შეჩერებას, უბრალოდ მოუსმინეთ.
  3. გადართეთ საკუთარი გონება ”ზარმაც” ნაწილზე, ანუ იმ ნაწილზე, რომელიც არ აანალიზებს, არ აფასებს, არ ეძებს აზრს და საერთოდ არ ფიქრობს. ის მშვიდი და გაწონასწორებულია, არსად არ ჩქარობს, მას უბრალოდ ესმის და ხედავს რა ხდება გარშემო.
  4. როგორც წესი, გონების ეს ნაწილი მაშინ ”იხსნება”, როცა ”მაიმუნური ჭკუა” ჩუმადაა და ისვენებს. ჯობსი მას ”თავისუფალ გონებას” ეძახდა და საკუთარ გენიალურ აზრებს სწორედ მას მიაწერდა.
  5.  ”მაიმუნური ჭკუის” გაჩუმება არც ისე ადვილია. ზოგი ერთ კვირაში ახერხებს, ზოგს კი, მეტი დრო ჭირდება. ივარჯიშეთ, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ ”თავისუფალი გონების” გაგებას და ახალი – სიმშვიდისა და ჰარმონიის სამყაროს აღმოჩენას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები