კომპანია Subaru-მ ჰიბრიდული მოდიფიკაცია Hatchback XV წარმოადგინა. ახალ მოდელზე სამუშაოებს კომპანია Subaru-ს შვილობილი კომპანია Subaru Tecnica International (STI) გაუძღვება. ახალმა მოდელმა გაძლიერებული ამორტიზატორები და მართვითი მექანიზმი მიიღო.
გარდა ამისა, ავტომობილში დამატებულია ახალი, 17 დიუმიანი დისკები, შეცვლილი შავი კორპუსი სარკეებისთვის, განახლებული რადიატორი და ახალი ბამპერი.
ჰიბრიდი აღჭურვილია 150 სიმძლავრის 2 ლიტრიანი 13.6 სიმძლავრის ელექტროძრავით, რომელიც ნიკელისა და მეტალის ჰიბრიდულ ბატარეაზე მუშაობს. ბატარეის სიმძლავრე 5.5 ა/ს-ით განისაზღვრა.
იაპონიაში Subaru XV Hybrid tS-ის ღირებულება 3 326 400 იენს შეადგენს, რაც 31 ათასი დოლარის ექვივალენტია.