LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუფთა წყალი მოჰამედისგან: სალაჰი მშობლიურ სოფელს ეხმარება

45

მოჰამედ სალაჰმა 370 ათასი ევრო დახარჯა ქარხნის მშენებლობაზე, რომელიც მისი მშობლიური სოფლის სუფთა სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს.

ამიერიდან სოფელ ნარგიგის მოსახლეობას და ახლომდებარე სხვა დასახლებულ პუნქტებს სუფთა სასმელი წყალი ექნებათ, რაც მათთვის ასე ძალიან იყო საჭირო. ეს ყველაფერი კი ”ლივერპულის” ვარსკვლავის წყალობით, რომელმაც მიწის შესყიდვასა და მშენებლობაზე საერთო ჯამში 370 ათასი ევრო დახარჯა.

22 აპრილს ეგვიპტელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშისათვის განკუთვნილი პრიზი მიიღო.

სალაჰი მსოფლიოს ჩემპიონატზე ეგვიპტის ნაკრებს ულიდერებს, რომელიც ჯგუფში მასპინძელ რუსეთთან, საუდის არაბეთსა და ურუგვაისთან ერთად იმყოფება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები