LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუხიშვილების“ მედიაკონკურსის გამარჯვებული რადიო „ფორტუნა“ გახდა (ფოტო + ვიდეო)

153

ცეკვის აკადემია სუხიშვილებისა და კომპანია ,,კოკა-კოლას’’ ერთობლივი  პროექტი „refFRESH-გამოიცეკვე“  მეორე წელია, რაც  იმართება. წლევანდელი კამპანია ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილეს ეძღვნება და მიზანი მოზარდებში ქართული ცეკვის, როგორც ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ამ კუთხით, მათი ცნობიერების ამაღლებაა.

პროექტში 12-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები არიან ჩართულნი, რომლებმაც მომზადება  სუხიშვილების ცეკვის აკადემიაში გაიარეს და კამპანიის ფარგლებში  დაგეგმილ ფლეშმობებში იღებდნენ  მონაწილეობას.

ორთვიანი კამპანია კვირას, 2 ივლისს ივენთ ჰოლში გალა-კონცერტით დასრულდა. პროექტის ფარგლებში გამართულ მედიაკონკურსში „გამოიცეკვე სუხიშვილი“  ტელეჟურნალისტებს და  რადიოწამყვანებს („TVპირველი“, „რუსთავი-2“, „ტელეიმედი“, „მაესტრო“, „Music Box“, რადიო „ფორტუნა“, „არ დაიდარდო“, „ავტორადიო“, რადიო „საქართველოს ხმა“) პარტნიორობას ნაციონალური ბალეტის მოცეკვავეები უწევდნენ.

აღსანიშნავია, რომ ივენთ ჰოლში გამართულ ღონისძიებაზე მონაწილე კონკურსანტებს შორის ბევრმა გამოიჩინა თავი, თუმცა მათ შორის საუკეთესოები დასახელდნენ. აღსანიშნავია, რომ გრან პრით დაჯილდოვდა რადიო „ფორტუნას“ წარმომადგენელი, გვანცა გადაბაძე, რომელმაც სვანური ცეკვა უნაკლოდ შეასრულა. ილიკო სუხიშვილი რჩეული გახდა ტელეკომპანია „მიუზიკბოქსის“ კონკურსანტი, ნინუცა როსტიაშვილი, რომელმაც ქორეოგრაფს თავი „ილოურის“ შესრულებით დაამახსოვრა, ნინო სუხიშვილმა საკუთარ რჩეულად „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი,ვ ასო ფხაკაძე დაასახელა (ცეკვა „აჭარული“), ხოლო კომპანია „კოკა-კოლას“ რჩეული გახდა „იმედის“ ჟურნალისტი მარიამ ოშხნელი ცეკვით „ლაზური“.

გრანპრის მფლობელსა და ნომინაციაში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრებთან და სიგელებთან ერთად გადაეცათ  პროექტის სპონსორის „კოკა-კოლას“ მიერ დაწესებული პრიზი – WeekEnd ტური Georgia Palace Hotel-ში. ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები