LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ როგორ იგებ, შე დამპალო… გვარდიოლა ისევ წლის მწვრთნელია

215
pep

გვარდიოლა ზედიზედ მეორედ გახდა წლის მწვრთნელი.
პრემიერლიგამ 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელზე ჩამოყალიბდა.

მიჯრით მეორე წელია ნომინაციის გამარჯვებული „სიტის“ დამრიგებელი, 48 წლის ესპანელი ხოსეპ გვარდიოლა ხდება. მან გაუსწრო იურგენ კლოპს („ლივერპული“), მაურისიიო პოჩეტინოს („ტოტენჰემი“)) და ნუნუ ეშპირიტუს („ვულვერჰემპტონი“).

მოგეხსენებათ, „სიტიმ“ „ლივერპულს“ 1 ქულით გაუსწრო და ჩემპიონი გხდა.

პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად კი „ლივერპულის“ მცველი ვირხილ ვან დეიკი დაასახელეს.

 

ამასობაში გაირკვა, რომ „სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა გვარდიოლაზე იხუმრა.

„შენ მაგარი … მწვრთნელი ხარ. შენ მხოლოდ იგებ“, – უთხრა ბელგიელმა პეპს „ბრაიტონთან“ გადამწყვეტი თამაშის მოგების შემდეგ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები