დღევანდელი თანამედროვე კულტურა ძალიან გავს ბავშვურ ნახატებს: კარიკატურა, რომელიც დახატულია ბავშვის გაკრული ხელით და იმაზე ნაკლები დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია. თანამედროვე კინემატოგრაფია, რომელმაც არამარტო მომავალი შექმნა, არამედ შემეცნებისა და გართობის დარგშიც წარმატებული გამოდგა, უამრავი დეტალისგან შედგება, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეალიზებადი კომიქსები გახლავთ.
კომიქსებმა ადამიანებს საკუთარი თავის რწმენა, კარგისა და ცუდის გარჩევა და ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება ასწავლა. კომიქსებით შთაგონებული ადამიანები, უამრავ სასწაულს ჩადიან… აღარ გავაგრძელებთ იმის ჩამოთვლას თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს კომიქსებს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ კომიქსებმა ადამიანთა ცხოვრება შეცვლა, ეს კი სათაურიდან მიხვდებოდით ავტომობილებსაც შეეხოთ…
გთავაზობთ 5 კომიქს ავტომობილს, რომელიც რეალურად მართლაც არსებობს. მაშ ასე:
”საიდუმლოებების ფურგონი”
ეს ავტომობილი, რომელიც კომიქსში ”სკუბი დუ” გამოჩნდა, პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. გულშემატკივრებმა უმალვე აიტაცეს კომიქს ავტომობილის დიზაინი, მოხატულობა და იპოვნეს კიდეც შესაბამისი საავტომობილო მოდელი, რომელიც სინამდვილეში Volkswagen-ს ეკუთვნის.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის ისტორია კომიქსსში მოხვედრამდე იწყება, აღსანიშნავია, რომ ეს Volkswagen-ის ეს მოდელი, ადამიანებში თავისუფლებასთან, ჰიპებთან ასოცირდება…
ბამბლ ბი
”მარველი”-ს მიერ წარდგენილი კომიქსი, რომელიც დედამიწაზე ტრანსფორმერების ომს ასახავს, გამოჩენისთანავე გახდა პოპულარული. ერთ-ერთ მთავარ ”როლს” ამ ფილმში Chevrolet Camaro იგივე Bumble Bee განასახიერებს. რომლის რეალური მოდელიც ამერიკულმა ავტომწარმოებელმა კომიქსის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე დაამზადა.
მიუხედავად იმისა, რომ კომიქსში მონაწილე ავტომობილი ისედაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ფილმისა და კომიქსის გამოსვლის შემდეგ ამ ავტომობილის რეალიზებამ მკეთრად იმატა.
თვითნაკეთი კუნინძამობილი
კომიქსებმა, რომ უამრავი გულშემატკივარი შეიძინა ეს უკვე სტატიის დასაწყისში ვახსენეთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ადამიანებმა ისტორიების მიხედვით უამრავი თვითნაკეთი დეტალი შექმნეს.
სწორედ კომიქს ავტომობილებს შორის მოხვდა ცნობილი კუნინძამობილიც, რომელიც ამერიკის ერთ-ერთმა მოქალაქემ თავისი ხელით დაამზადა…
სუპერგმირების ავტომობილები
DC Comics-ის თითოეულ სუპერგმირს, თავის საკუთარი ავტომობილი ყავს, რომელთა ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე მხოლოდ სურათებით შემოვიფარგლებით…
ბეტმობილი
ყველასთვის კარგად ნაცნობი ”შავი რაინდის” იგივე Batman-ის ავტომობილების ისტორია კომიქსის გამოსვლის დღიდან იწყებს სათავეს და თანამედროვეობაშიც გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ადამიანი, რომელმაც პირველი ”ბეტმენობილი” შექმნა, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. თუმცა, ლეგენდარული ავტომობილის ისტორია გრძელდება და უახლოეს მომავალში კიდევ ერთ მოდელსაც ვიხილავთ…