Suzuki-მ ახალი თაობის ყველგანმავალი Jimny წარმოადგინა. ლეგენდარული ავტომობილის მომცრო მოდელი ჯერ-ჯერობით მხოლოდ იაპონური ბაზრისთვისაა განკუთვნილი და მისი საერთაშორისო დებიუტი 5 ივლისს შედგება.
Suzuki–ს მეოთხე თაობა კვლავინდებურად კომპაქტურია და მისი გაბარიტული სიგრძე 4 მეტრზე ნაკლებია. მოდელმა წინამორბედის ტექნიკური მახასიათებლები თითქმის ბოლომდე შეინარჩუნა, თუმცა ბუნებრივია გარკვეული მოდიფიკაციაც განიცადა. ყველგანმავალი 660 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავითაა აღჭურვილი და მხოლოდ 64 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. მოდელის მეორე მოდიფიკაციას Sierra ეწოდა და მისი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულია. სიახლის შეძენის საშუალება მსურველებს 2018 წლის ბოლოდან მიეცემათ.