არ დაიდარდოს სიმღერის პრემიერით ჯგუფი ”ბანი” ესტუმრა.
– როგორი იყო 2014 წელი ჯგუფისთვის?
– ცუდი ნამდვილად არ იყო, წარმატებული აღმოჩნდა. ბევრი ვიმუშავეთ. უკვე მეორე ალბომის ჩაწერაც დავიწყეთ. სამომავლოდ გვინდა სოლო კონცერტი გავაკეთოთ. ჩვენი ალბომი მზად არის. მასში რვა სიმღერა შევიდა. ჯერ გაყიდვაში არ არის, მაგრამ ძალიან მალე ჩაეშვება. მასში სამი ახალი სიმღერაა დამატებული, დანარჩენი კი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ერთი ახალი სიმღერა კი ახლა მოვიტანეთ.
– ახალ სიმღერაზე მოგვიყევით…
– ეს არის ”სვანური”. ზაფხულში გადავწყვიტეთ მისი ჩაწერა. ძირითადად პატრიოტული თემები იკვეთება ჩვენს სიმღერებში. ტექსტში სვანური სიტყვებიც არის. სიმღერა სალომე ონიანის ხსოვნას ეძღვნება. ჩაიწერა სოფო ხალვაშის სტუდიაში ჭაბუკა ამირანაშვილის მიერ. დიდ მადლობას ვუხდით მას მხარდაჭერისთვის. ტექსტის ავტორი არის ამირან ჯიბლაძე. მუსიკა ეკუთვნის ჭაბუკა ამირანაშვილს.
ჯგუფი ”ბანი” დაარსდა 2011 წლის 2 იანვარს. თავდაპირველად ექვსი თვის მანძილზე ურავდნენ და მღეროდნენ მიწისქვეშა გადასასვლელში. ქუჩის მუსიკოსობიდან მალევე გადაინაცვლეს რესტორნის სცენაზე. ამ ამბავს მალევე მოჰყვა მათი პირველი სიმღერის, რაჭულის ჩაწერა.
”ბანის” წევრები არიან:
მათე ფირცხალავა (სოლისტი, პირველი ხმა)
რაულ ბიწაძე (სოლისტი, მეორე ხმა)
გელა გოგიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები, მეორე ხმა)
გოგა ნიკოლაძე ( ბასი, მეორე ხმა)
ბესო კვიციანი (კლავიში, ბანი)
ბესო მეტრეველი (გარმონი)
გია ფეიქრიშვილი (გიტარა)
ბექა მიქაძე (დრამი, ბანი)
ჯგუფი ბანი – სვანური