კომპანია Ford-მა დააპატენტა ტექნოლოგია, რომელიც კაპოტზე ემბლემას სითბოს საშუალებით ”ხატავს”. როგორც AutoGuide წერს, ლოგოტიპი Mustang-ისთვის არის განკუთვნილი. საფირმო გამოსახულება სველ, ან თოვლით დაფარულ კაპოტზე გამოისახება.
იდეა სითბოს განსაზღვრულად განაწილებაში მდგომარეობს, რომელიც ძრავიდან მოდის და რომელსაც კაპოტზე განთავსებული ”თერმული სტრუქტურა” შთანთქავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Ford-ში მოიფიქრეს ჩართული ძრავით კაპოტზე ზუსტად გამოყოფილი ზონის გათბობა და ამ გზით მასზე Mustang-ის ემბლემის გამოჩენა.
როდის გეგმავს კომპანია Ford ტექნოლოგიის დანერგვას და გაჩნდება თუ არა მსგავსი ”სითბური” ემბლემა მარკის სხვა მოდელებზე, არ კონკრეტდება.