ჩინურმა საავიაციო კორპორაციამ წარმოადგინა მფრინავი რობომობილი სახელად ”სწრაფი ანტილოპა”. ის იწონის 100 კილოგრამს, ფრენისთვი იყენებს 6 ძრავას, ხოლო მიწაზე ჩვეულებრივად 4 ბორბლით გადაადგილდება. შემქმნელები მიიჩნევენ, რომ სწრაფი ანტილოპა საკმაოდ კარგად იქნება გამოყენებული დაზვერვის მისიების დროს, თანაც ის შედარებით ეკონომიურიც არის.
ამ ეტაპზე მიმდინარეობ მუშაობა უფრო დიდ მოდელზე, რომელშიც ადამიანი ჩაჯდება. როგორც მწარმოებლები აცხადებენ, სულ მალე ასეთი რობომობილები ჩინეთში გავრცელებულ სატრანსპორტო საშუალებად იქცევა.