ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ 40 წლის შარლიზ ტერონი და 55 წლის შონ პენი კვლავ ერთად არიან. წყაროს მტკიცებით, მსახიობები ცოტა ხნის წინ შერიგდნენ, თუმცა ამ ფაქტს ასაიდუმლოებენ. ასევე ცნობილია, რომ ტერონი ურთიერთობაზე დიდ იმედებს არ ამყარებს, თუმცა მაინც შერიგება გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ წყვილის ურთიერთობაზე 2014 წელს გახდა ცნობილი, წლის ბოლოს პენმა შარლიზ ტერონის შვილიც კი იშვილა, მედია კი წერდა მათი საიდუმლო ნიშნობის შესახებ. 2015 წელს კი, მათი დაშორების ამბავი ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. ამ დროის მანძილზე შარლიზ ტერონმა აფროამერიკელია გოგონა, ავგუსტი იშვილა.