LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაბლოიდებმა მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალაქები დაასახელეს

45

ვალენტინობის დღის მოახლოვება იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად წყვილი უნდა გყავდეთ. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ამ ქალაქებიდან ერთ-ერთს ეწვიოთ და ამას ნამდვილად არ ინანებთ.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა განსხვავებული კრიტერიუმები გამოიყენეს. მაგალითად, რიო დე ჟანეირომ ეს ტიტული სექსუალური ბრაზილიელების დამსახურებით მოიპოვა. ქალაქში ძალიან ბევრი ლამაზი ადამიანი ცხოვრობს და მათ სანახავად წასვლა ნამდვილად ღირს.

სიაში მოხვდა ასევე ბოსტონი, ამერიკული ქალაქის მოსახლეობის 70% დაუქორწინებელია. ისინი ძალიან კომუნიკაბელურები და სტუმართმოყვარეები არიან. ბუენოს-აირესი კი სექსუალურის წოდებას ცეცხლოვანი ტანგოს გამო იმსახურებს. ნიუ-იორკში 24 საათი წვეულებაა, ბარ-რესტორნები მუდმივად მუშაობენ და ქალაქის სტუმრებს მოსაწყენად დრო არასდროს აქვთ. აღსანიშნავია, რომ სიაში სხვადასხვა მიზეზების გამო ასევე ვენა, მადრიდი, მონაკო და სიდნეიც მოხვდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები