LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაღლითებმა თავი Ferrari-ს ტოპ-მენეჯერად გაასაღეს და კომპანიის ფულის მითვისება სცადეს

112
თაღლითებმა თავი Ferrari-ს ტოპ-მენეჯერად გაასაღეს და კომპანიის ფულის მითვისება სცადეს

Ferrari-ის მოტყუება WhatsApp-ის და ხმის გაყალბებით სცადეს. თაღლითებმა მსხვერპლად ბრენდის ერთ-ერთი ფინანსისტი აირჩიეს. ფინანსისტს ვითომდა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენედეტო ვინიმ „სასწრაფო საიდუმლო დავალებით“ მიმართა და მითითებულ ანგარიშზე საკმაოდ დიდი თანხის გადარიცხვა სთხოვა. მეტი დამაჯერებლობისთვის თაღლითებმა ტექნოლოგია Deep Fake Voice გამოიყენეს, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის ხმის იმიტირება შეუძლია.

როგორც ჩანს, Ferrari-ს თანამშრომელი სქემაზე ასე ადვილად არ წამოეგო და „დირექტორს“ ვინაობის დასადასტურებლად დამატებითი კითხვები დაუსვა. მან დასვა კითხვა, რომელზე პასუხიც მხოლოდ ნამდვილმა ვინიმ იცოდა, რა ერქვა წიგნს, რომელიც მან თანამშრომელს რამდენიმე დღის წინ ურჩია.

თაღლითმა პასუხის გაცემა ვერ შეძლო და ზარი გაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები