შანხაიში თაგვებმა სუპერმარკეტი გაძარცვეს და იქიდან 2 ათასი ჩინური იუანი გაიტანეს. გამოცემა South China Morning Post-ის ინფორმაციით, პატარა ქურდებს ფული სოროს გასათბობად სჭირდებოდათ.
მაღაზიის თანამშრომლებმა ძარცვის შესახებ პოლიციას თებერვლის ბოლოს ამცნეს. სამართალდამცავები დაწესებულებაში მივიდნენ და დანაშაულის ადგილი შეისწავლეს. ერთ-ერთმა მათგანმა კედლის კუთხეში სორო შეამჩნია და გადაწყვიტა შიგნით შეეხედა.
გაირკვა, რომ თაგვებმა კუპიურები სოროში შეიტანეს, შემდეგ კი დაანაწევრეს, რათა საცხოვრებელი გაეთბოთ.
ასე რომ, შანხაის პოლიციამ დანაშაული ფაქტობრივად ცხელ კვალზე გახსნა.