LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაგვებს მანქანის მართვა ასწავლეს და მათ ძალიან მოეწონათ

109
თაგვებს მანქანის მართვა ასწავლეს და მათ ძალიან მოეწონათ

მეცნიერებმა თაგვებს ავტომობილის მართვა ასწავლეს. მღრღნელებს ეს იმდენად მოეწონათ, რომ სეირნობას მანქანით სიარული ამჯობინეს. გარდა ამისა, ისინი ყველა გზით გამოხატავდნენ მანქანაში ყოფნის სურვილს.

რიჩმონდის უნივერსიტეტის სწავლულებმა თაგვებისთვის პირველი ავტომობილი პროდუქტის კონტეინერისგან დაამზადეს. კონტეინერის გადაადგილება საკმაოდ ადვილი იყო: მღრღნელებს მხოლოდ ის ევალებოდათ, რომ შიგნით შესულიყვნენ და პატარა კაბელი მოექაჩათ. იმისათვის, რომ თაგვებისთვის მგზავრობა უმიზნო არ ყოფილიყო, გზის ბოლოს მათ სასუსნაოს ახვედრებდნენ.

ამ ექსპერიმენტში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თაგვებს ავტომობილის მართვა ძალიან მოეწონათ და მიზეზი მხოლოდ გემრიელი დასასრული არ ყოფილა. სამი გაწვრთნილი  თაგვიდან ორმა მოკლე მარშრუტის ნაცვლად გრძელი აირჩია და ამ არჩევანით ძალიან კმაყოფილი იყო. და ბოლოს, ზემოთ აწეული კუდი დოფამინის მაღალ დონეზე მიუთითებდა.

თაგვებთან მუშაობა მეცნიერებს იმის გაგებაში ეხმარება, თუ როგორ უწყობს პოზიტიური განცდები ტვინის ფორმირებას ხელს და რით განსხვავდებიან ისინი ნეგატიურისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები