ტაილანდის ტურისტული ვიზა დროებით უფასო გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, 1 დეკემბრიდან 2017 წლის 28 თებერვლამდე ვიზის აღება ძალიან მარტივი და ამავდროულად სრულიად უფასო იქნება. გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში ადგილზე გასაფორმებელი ვიზის ფასიც განახევრდება და 56 დოლარის ნაცვლად 28 დოლარი გახდება. მინისტრი იმედოვნებს, რომ სიახლე უამრავ ტურისტს მიიზიდავს და ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება.