LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდმა ტურისტებისთვის ორი კუნძული დახურა

41

ტაილანდმა ტურისტებისთვის ორი კუნძული დახურა. დამსვენებლები ქვეყნის ულამაზეს ბუნებას ძალიან დიდ ზიანს აყენებენ. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ სამეფო რიფების შესანარჩუნებლად ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

აკრძალულ კუნძულთა შორის, ერთ-ერთი იქნება პხანგნას პროვინციაში მდებარე ტაჩაი, სადაც ვანდალიზმის შემთხვევები ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. ტურისტები ამტვრევდნენ უძველეს რიფებს, მათზე თავის სახელებს წერდნენ, რითაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებდნენ.

ამიერიდან, კუნძულის სანაპიროზე დაცვა იმორიგევებს და იქ არავის აღარ დაუშვებს. მომავალში კი აკრძალულ კუნძულთა სია სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები