LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდში ჩასულ ტურისტებს გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლი დახვდათ

15

ტაილანდში ჩასულ ტურისტებს გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლი დახვდათ. გამოცემა „Thaivisa“-ს ცნობით, ხელისუფლებამ ტურისტული და სასწავლო ვიზების მფლობელების მიმართ მოთხოვნები გაზარდა. მაგალითად, ამიერიდან ტურისტებს თან საკმაოდ მოზრდილი თანხის ქონა ევალებათ, რათა მესაზღვრეები დარწმუნდნენ, რომ საქმე არალეგალურ მიგრაციასთან არ აქვთ. ამასთან, ეს თანხა არა საბანკო ანგარიშზე, არამედ საფულეში უნდა იყოს მოთავსებული, სხვა შემთხვევაში ტურისტი საზღვარს ვერ გადაკვეთს.

აღსანიშნავია, რომ ტაილანდს მიგრანტთა შემოსევა დიდად არ აწუხებს, თუმცა როგორც ჩანს, მთავრობამ ზომების მიღება მაინც გადაწყვიტა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები