კიბერ-თავდასხმები ჰოლივუდში აღარავის უკვირს და ვარსკვლავების პირადი გვერდების დაჰაკვის არაერთი შემთხვევა გვახსოვს, თუმცა როგორც ჩანს არც ქართველი სელებრითები არიან მსგავსი შემთხვევებისგან დაზღვეულნი. როგორც თაკო ნაცვლიშვილი ინსტაგრამის გვერდზე წერს, მოდელს ბეისბუქი გაუტეხეს.
“ყოჩაღ, უბრალოდ სირცხვილია ამდენმა რომ მისცა რეპორტი ჩემს (“ფეიჯს” არა) პროფილს!!! (იმდენმა მისცა რეპორტი, რომ ფეისბუქი ადგა და გააუქმა) რომელ სხვა ქვეყანაში გაუკეთებენ ამას ვინმეს, თუ არა აქ, დაბოღმილ საზოგადოებაში! არ მიყვარს როდესაც თავიანთი ეროვნების ხალხს ლანძღავენ, ყოველთვის ვიცავდი მათ ყველგან, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს ამ ცხოვრებაში!! მოკლედ ბევრს არ ვილაპარაკებ, ყველა მიხვდება რაზეც ვლაპარაკობ! და მალე აღვადგენ ფეისბუქს და აი მერე შევუდგები ყველა ყალბი ფეიჯის გაუქმებას!“ – წერს მოდელი ინსტაგრამის გვერდზე.