LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალიბანმა აკრძალა ფანჯრები ისეთ შენობებში, სადაც შეიძლება ქალები იმყოფებოდნენ

123
3280

თალიბანმა აკრძალა ფანჯრების გაკეთება ისეთი საცხოვრებელი შენობებისთვის, რომელთაც შეიძლება ქალები იყენებდნენ და შესაბამისად, გამოჩნდნენ.
ახალი ბრძანება ძალაში უკვე შევიდა, წერს The Guardian.

ტვიტერში გავრცელებული განცხადების მიხედვით, ახალ შენობებს არ უნდა ჰქონდეთ ფანჯრები, რომლიდანაც შეიძლება ჩანდეს – ეზო, სამზარეულო თუ ჭა.

ქალების ჩვეული რუტინის დანახვამ შესაძლოა მამაკაცებს უხამსი საქციელისკენ უბიძგოს, დარწმუნებული არიან თალიბანის წარმომადგენლები.

ახალ მშენებლობებს და შესაბამისი სტანდარტების დაცვას მუნიციპალური ხელისუფლება გააკონტროლებს. თუკი სადმე ფანჯარა მაინც გაიპარება, ის აუცილებლად უნდა ამოიქოლოს.

შეგახსენებთ, რომ თალიბები ავღანეთს 2021 წლიდან ჩაუდგნენ სათავეში და მას შემდეგ ქალებს ყველანაირი უფლება ჩამოართვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები