LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩერგოლეიშვილი: „შუქნიშნები ღამის საათებში შტერდება!..“

50

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ კონკრეტულ ქუჩებზე ღამის საათებში შუქნიშნები არ მუშაობს და მოუწოდებს ქალაქის მერს, დაინტერესდეს ამ პრობლემით.

„უკვე თვეებია, ბაზალეთის ქუჩის და ჭავჭავაძე/არაყიშვილის შუქნიშნები (ალბათ სხვებიც) ღამის საათებში შტერდება.

უნთია და უნთია მწვანე ჭავჭავაძეს. ვინც ვიცით, რომ შტერდება, ვკვეთთ წითელზე ხუთწუთიანი ლოდინის შემდეგ და პატრულისთვის სათქმელ ტექსტს ვამზადებთ.

მაგრამ წითელზე კვეთის პრობლემა რომ მხოლოდ ჯარიმა არ არის, ეგეც ხომ ვიცით?

ჰოდა მაინტერესებს, ნარმანია როდის მიხვდება, რომ მისახედია?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები